სამუშაო
შეხვედრებში მონაწილე
მასწავლებლის შეფასებისის
რეფლექსია
სამუშაო შეხვედრები
თემაზე: სწორად შერჩეული შეფასების სისტემა სკოლის წარმატების გარანტორი
ორგანიზატორი მასწავლებელი:
ჯონი ბოჭორიშვილი
დავესწარი
სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც ჩატარდა 10.05.2019წ., 17.05.2019წ. და 24.05.2019წ.
შეხვედრას ატარებდა ისტორიის პედაგოგი ჯონი ბოჭორიშვილი. პირველი სამუშაო შეხვედრების
თემები იყო: სკოლის თვითშეფასების სისტემ. ორგანიზატორმა
მასწავლებელმა განიხილა შემდეგი საკითხები: რას გულისხმობს სკოლის შეფასების სისტემა;
რა მიმართულებების საფუძველზე იქმნება ეს სისტემა; რა სარგებელს მოუტანს მისი არსებობა
სკოლას. მეორე სამუშაო შეხვედრის თემა იყო: მასწავლებლის მუშაობის შეფასების ინსტრუმენტის
შექმნა ამ შეხვედრაზე ერთობლივად განვსაზღვრეთ მასწავლებლის მუშაობის შეფასაფასებელი
მიმართულებები და შევქმენით მასწავლებლის მუშაობის შეფასაფასებელი მიმართულებებისთვის
ინსტრუმენტები. მესამე შეხვედრის მიზანი იყო
კათედრის მუშაობის შეფასების ინსტრუმენტის შექმნა შეხვედრებზე ერთობლივად განვსაზღვრეთ
კათედრის მუშაობის შეფასაფასებელი მიმართულებები და შევქმენით კათედრის მუშაობის შეფასაფასებელი
მიმართულებებისთვის ინსტრუმენტები.
XXI
საუკუნე დიდი გამოწვევების წინაშე აყნებს საჯარო სკოლებს მათ უნდა გამოუშვან
კონკურენტუნარიანი ახალგაზრდები, რომლებიც არჭურვილი იქნებიან ისეთი ცოდნითა და უნარებით,
რომელიც გზას გაუკვალავთ ცხოვრების შემდეგი ეტაპისკენ. ამ ყოველივესთვის, ვფიქრობ,
აუცილებელია სკოლას ჰქონდეს ისეთი თვითშეფასების სისტემა, რომელიც ზუსტად გაზომავს
სწავლა სწავლების მიმდინარე პროცესს, გამოავლენს არსებულ ხარვეზებს და საშუალებას მისცემს
მიღებული შედეგების საფუძველზე სწორად დაგეგმოს მომავალი სასწავლო წლის მუშაობა.
ჩემთვის ამ საკითხზე
მუშაობა ერთდროულად საინტერესოც იყო და საპასუხისმგებლოც. იმიტომ რომ მთელი მუშაობის
მანძილზე ვფიქრობდი ყველა იმ პედაგოგზე, რომელიც ჩემს სკოლაში მუშაობს. ამ შეხვედრებმა
დიდი გამოცდილება შემძინა და სხვანაირად დამაფიქრა მასწავლებლის პროფესიასა და პასუხისმგებლობაზე.
მიღებული ცოდნა
დამეხმარება მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვაში.
შეხვედრების შედეგად
გამოიკვეთა შემდეგი საკითხები?
მასწავლებლების მუშაობის შემოწმება
მოხდება შემდეგი
მეთოდებით: ა) გაკვეთილის დაგეგმვის
შემოწმება; ბ)
თემატური გეგმების
შემოწმება; გ) გაკვეთილზე დასწრება
- გაუფრთხილებელი და გეგმიური
დ)
შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვა
ანალიზის შემოწმება;
პედაგოგი უნდა
აწარმოებდეს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) საგნობრივი პროგრამა; ბ) გაკვეთილის გეგმა;
გ) მასწავლებლის ელექტრონული პორთფოლიო; ე) შემაჯამებელი დავალებები
კათედრის გამგეები
უნდა აწარმოებდეს შემდეგის სახის დოკუმენტაციას: წლიური სამუშაო გეგმა; ჩატარებული
სხდომის ოქმები; წლიური ანგარიშები; ჩატარებული ღონისძიებების მასალები (ფოტო სტენდები,
ნაშრომები,) კათედრის წევრებს და კათედრებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი (კლასტერები, ერთობლივი პროექტები, ურთიერთდასწრება).
No comments:
Post a Comment