თემა: „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“
გაკვეთილის გეგმა
კლასი
|
მე-11
|
მასწავლებელი
|
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნანა გასვიანი
|
ჩატარების დრო
|
29 ნოემბერი
|
გაკვეთილის თემა
|
რომანტიზმი. ქართული რომანტიზმის წარმოშობა
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
კლასის დახასიათება
|
საშუალო საფეხური, მოსწავლეთა რაოდენობა 24 (სსმმოსწავლე კლასში არ მყავს)
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
ქართ.XI,1, მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
ქართ.XI,5.მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.XI,13 სხვადასხვა ტიპის ტექსტის შესაქმნელად მოსწავლე ადეკვატურად იყენებს სათანადო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს,
|
გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობები)
|
1.ორგანიზაციული მომენტი(მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, მისალმება, მოტივაცია)
2. პროვოცირების ფაზა; -გამარჯობათ , მიხარია თქვენი ნახვა, დგეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, შეხედეთ ეკრანს და გამოიცანით რა თემაზეა საუბარი?.
კითხვები: რა იციან რომანტიზმის შესახებ, ამ მიმდინარეობის წარმოშობის, მისი დამახასიათებელი ფაქტორების შესახებ.
3. მასწავლებელი მათ აჩვენებს ეკრანს, რომელზედაც ჩანს თემის სათაური და ევროპული რომანტიზმის მოკლე დახასიათება,
მოსწავლეები გაეცნობიან, გამოთქვამენ ვარაუდებს გაკვეთილის თემის შესახებ.
4.კითხვა,პასუხი.
მასწავლებელი მოსწავლეების ინტერესის და ჩართულობის
გაზრდის მიზნით სვამს შემდეგ შეკითხვებს: იცნობენ თუ არა ევროპელ რომანტიკოსებს?
რომელს გაიხსენებენ? შემდეგ ეკრანზე კვლავ მასწალებლის მითითებით წაიკითხავენ რომანტიკოსთა სახელებსა და გვარებს, გაეცნობიან ფოტოსურათებს. შემდეგ კითხვაზე, საიდან , რა საფუძველზე აღმოცენდა ქართული რომანტიზმი? როდის ჩამოყალიბდა ?, სათავე სად ჰქონია ამ მიმდინარეობას.?
ამ კითხვის გასააზრებლად და მასზე სწორი პასუხის მისაღებად ვაწვდი ქართველი ლიტერატურათმცოდნეების: კ აბაშიძის, ვ, კოტეტიშვილის, გ. ქიქოძის, გრ. კიკნაძის მოსაზრებებს. რომლის ანალიზის შემდეგ წარმოადგენენ თავინთ თვალსაზრისს.
რით ჰგავს და რით განსხვავდება ქართული რომანტიზმი ევროპულისგან. მოსწავლეები პასუხობენ თავიანთ ვარაუდს. იმფორმაციის შესავსებად, სწორი მიმართულებისა და ცოდნის გასაღრმავებლად მასწავლებელი აწვდის დამატებით იმფორმაციას მათ . კვლავ ამოწმებს კითხვებით თუ როგორ გაიგეს ახსნილი. შემდეგ
5. ტექსტთან მუშაობა (გაცნობითი, ძიებითი) კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას. კითხვების მეშვეობით შეაჯამებენ მიღებულ ცოდნას.
საშინაო დავალება ეძლევათ თემაზე:ქართული რომანტიზმის წარმოშობის საკითხი
|
მეთოდები
|
ვარაუდები, მოძიება, თვალსაჩინოების გამოყენება, არგუმენტირებული მსჯელობა, თვითშეფასება,
|
საკლასო მენეჯმენტი
|
მერხების წრიული განლაგება-თანაბარი ჩართულობის საშუალებას იძლევა,მზერა მიმართულია მონიტორის ეკრანისკენ,რომელიც ამ წრეს აერთიანებს,
|
სასწავლო რესურსები
|
წიგნი, ფურცლები, ინტერნეტი, კალამი, დაფა, ცარცი
|
შეფასება და თვითშეფასება(შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები)
|
მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;გაკვეთილზე ყურადღებით მისმენდნენ;აქტიურად პასუხობდნენ შეკითხვებს- თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს;თავისუფლად განასხვავებდნენ წარმოდგენილ მასალას;გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას;გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში;მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა და გამოყენებული აქტივობები ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას;ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას;ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას; ვასრულებდი მასწავლებელი ხარაჩოს როლს, შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს;სახლში მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისთვის არის საინტერესო.
|
No comments:
Post a Comment