Ilia Chavchavadze's Attitudes towards Different Aspects of Art and His Relationship with the Artists
Nana Gasviani – PhD student of Social Science at Georgian Technical University, nanagasviani@gmail.com
Ilia Cსhavchavadze deeply cared to develop literature as well as other aspects of Georgian art. His attitudes towards music, especially folk music and Orthodox chants are clearly shown in his letters, such as:"Georgian Folk Music", "Valuable Treasure" and etc.
His famous poems like “Spring", "The Aragvi" and the translation of poem "The Bird" served as an inspiration for Michael Machavariani to create his songs .As there was lack of printing machines for music notes at that time, Ilia Chavchavadze managed to deliver it from Moscow to Tbilisi. Ilia Chavchavadze fully appreciated Fine Arts. He actively participated in creating illustrations for "The Knight in the Panther's Skin". He had lively relationship with Georgian painters. He paid his special attention to those young painters who were in need of his financial support and managed to find ways to pay their education fees. Once Mose Toidze asked him for some money to publish lithographic portraits of famous Georgians. Gigo Gabashvili asked Ilia for 200 roubles to buy painting equipment and continue his work. Ilia considered photography to be an interesting aspect of Georgian culture, that was clearly shown in his speech made at Alexsandre Roinashvili's funeral. He shared the same idea with his wife in their private letters.
Ilia thought that performance art was based on one's personal talent. Thanks to his efforts, Georgian stage obtained a great actor Alexi Meskhishvili. He was a strict critic when he evaluated different works of art.
Detailed studies of Ilia's literary works and private letters showed his attitudes to Georgian art and culture.
Key words: literature, music, theatre, photography, painting.
ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ და ურთიერთობა ხელოვანებთან
ნანა გასვიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიური მეცნიერების დეპარტამენტის დოქტორანტი nanagasviani@gmail.com
ილია ჭავჭავაძე ზრუნავდა როგორც ლიტერატურის, ისე ხელოვნების სხვა დარგების განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება მუსიკის, კერძოდ, ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების მიმართ. ამ კუთხით საინტერესოა წერილები: „ქართული ხალხური მუსიკა“, „ძვირფასი განძი“ და სხვა.
ილიას რამდენიმე ნაწარმოებზე შეიქმნა მუსიკა. ლექსები: „გაზაფხული“, „არაგვი“ და თარგმანი ლექსისა „ჩიტი“ მიხეილ მაჭავარიანს გადააქვს ნოტებზე და ქვეყნდება წიგნში „სამშობლო ხმები“, რადგან თბილისში ნოტების ასაწყობი შრიფტი და საბეჭდი მანქანა არ იყო, ილიამ საგანგებოდ გამოიწერა, ჩამოატანინა. მაქსიმე შარაძე იღებს ილია ჭავჭავაძის თხოვნით პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილ სანოტო ნიშნების შრიფტს.
საინტერესოა ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ, მნიშვნელოვანი ფაქტია მისი აქტიური მონაწილეობა „ვეფხისტყაოსნის“ დასურათების პროცესში, ილიას ჰქონდა ურთიერთობა მხატვრებთან, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მიმართ. ზრუნავდა, რომ მათ სწავლისთვის სახსრები ჰქონოდათ, ისინიც დახმარებისთვის ხშირად მას მიმართავდნენ: მოსე თოიძე სთხოვს ფულად დახმარებას, რათა გამოსცეს ლითოგრაფიულად ქართველ ისტორიულ პირთა პორტრეტები. ხოლო გიგო გაბაშვილი ატყობინებს, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება 200 მანეთის ღირებულების სამხატვრო მოწყობილობა და სთხოვს ილია ოქრომჭდლიშვილთან შუამდგომლობას. მხატვრებმა მისი პორტრეტიც დახატეს.
ილია ფოტოხელოვნებას კულტურის ერთ-ერთ საინტერესო სფეროდ მიიჩნევდა, ფოტოგრაფებსაც თავიანთი საქმის მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა, მაღალ პროფესიონალიზმს მამულიშვილურ საქმედ უთვლიდა. ამ მხრივ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ილია მონაწილეობს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვის პროცესიაში. სადაც გარდაცვლილის შესახებ გამოთქვამს სიტყვას. ილია ფოტოგრაფიას რომ ისე უყურებდა, როგორც ხელოვნებას და დიდად აფასებდა, ეს კარგად ჩანს მეუღლის მიმართ გაგზავნილ პირად წერილში.
ილია ჭავჭავაძეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა თეატრის მიმართ, თვალყურს ადევნებდა მისი ცხოვრების ყველა დეტალს, ილიას ავტორიტეტმა ქართულ სცენას საუკეთესო მსახიობი შესძინა ლადო მუსხელიშვილის სახით, ილია ხელოვნების მაღალმხატვრულობისთვის ნიჭიერ ხელოვანს წაახალისებდა, დაბალი მხატვრული დონის ნაწარმოებების მიმართ მკაცრი შემფასებელი იყო. ეს კარგად ჩანს მის წერილებში.
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების კვლევამ მრავალი საინტერესო ფაქტი გამოკვეთა კულტურის მიმართ მისი დამოკიდებულებისა და ხელოვანებთან ურთიერთობის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი, ფოტოგრაფია, მხატვრობა
No comments:
Post a Comment