ბიოგრაფია
ნანა გასვიანი დაიბადა 1968 წლის 25 დეკემბერს, ცაგერის რაიონში.
1986 წელს წარმატებით დაამთავრა ცაგერის რ-ნის საშუალო სკოლა. 1987-89 წლებში სწავლობდა ქუთაისის კულტ_საგანმანათლებლო სასწავლებელში; 1989 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში; 1995_1998 წლებში მუშაობდა ცაგერის რაიონის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1999 წელს გაიარა მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდა (ისტორიაში), რომლის საფუძველზე მიენიჭა პირველი კატეგორიის მასწავლებლის ხარისხი;
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1999 წლიდან მუშაობს თბილისის N155 საჯარო სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად. სადაც ხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას,
2005 წლიდან მონაწილეობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგამოცდო კომისიაში, რის საფუძველზეც დაჯილდოვდა მადლობით;
2012 წელს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების საფუძველზე მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
ნანა გასვიანმა შრომითი საქმიანობის განმავლობაში გაიარა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მრავალი ტრენინგ-კურსი: ა. „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის“, (21.09.13) ბ. „კრიზისული ფსიქოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება“, გ. “მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა“ (2014 ), „საგნობრივი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“, და სხვა პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ტრენინგი, რომელთა საფუძველზე მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი;
წარმატებით მონაწილეობს განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონიძიებაში, (ოლიმპიადებსა და კონკურსებში); აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობით აგროვებს შესაბამის კრედიტქულებს პედაგოგის ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად, (წამყვანისა და მენტორის დონეზე).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სადისერტაციო საჭოს, 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ნანა გასვიანს მიენიჭა: სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ნაშრომისთვის: ილია ჭავჭავაძე და ერის კულტურული მემკვიდრეობა.
ნანა გასვიანი ჩართულია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობაში, ის მონაწილეობს პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“.
გამოქვეყნებული შრომები:
1. „ილია ჭავჭავაძის შეხედულება (დამოკიდებულება) საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობისადმი“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „პარალელი“,გვ.197-204, თბ., N9, 2017.
2. „ილია ჭავჭავაძე რუსული კულტურის შემფასებელი და ქომაგი“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, გვ.191-197, თბ., 2017.
3. „ილია ჭავჭავაძე და ქართველი რომანტიკოსების მემკვიდრეობა“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, გვ. 430-438, თბ., 2017.
მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში:
1. მოხსენება: „ილია ჭავჭავაძე და ქართული თეატრი კულტურული ცხოვრება“, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“, სტუ, თბილისი. 17 ივნისი, 2016 წელი.
2. მოხსენება; „ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ და ურთიერთობა ხელოვანებთან“, I საერთაშორისო კონფერენცია „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, 20 სექტემბერი, 2016 წელი.
ნანა გასვიანს ჰყავს სამი შვილი.
No comments:
Post a Comment